Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: რადგან მწვანე პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია, შესაძლოა, ტრანსპორტიც იყოს მწვანე ფერის

18 ოქტომბერი, 2018 16:52

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს.

„ვფიქრობთ, რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც იყოს ბრენდირებული, მწვანე ფერის. შესაძლოა, იყოს ორ ფერში. ესეც არ არის გამორიცხული. საზოგადოების, მოსახლეობის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ხვალ მივემგზავრები მიუნხენში, სადაც ადგილზე განვსაზღვრავთ დიზაინს,  თუ როგორი უნდა იყოს ყველაფერი და მოგაწვდით ინფორმაციას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ფერს და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.

 არ არის გამორიცხული, ჩავრთოთ ქართველი დიზაინერები და თბილისს ჰქონდეს ბრენდირებული ავტობუსები. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, განსხვავებული და ბრენდირებული იყოს", - განაცხადა კალაძემ Man-ის ქარხნიდან ჩართვისას.

თბილისის მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

სერგეენკო: ლუგარის ცენტრის პოტენციალი ბე ...

ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს,&nb ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმი ...

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმის“ ადვოკატთა სარჩელის განხილვა დაიწყო. სადაო ნორმები გაუთქმელობ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამე ...

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამა ...
^