Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ადამიანის მძევლად აყვანის ბრალდებით 10-წევრიანი დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ" - შსს

18 ოქტომბერი, 2018 20:05

თბილისსა და იმერეთში ერთობლივად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ 10-წევრიანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვლადიმერ ბორცვაძე. 

როგორც მან აღნიშნა, დაკავებულებმა რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში პირს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით მისი ოჯახიდან დაახლოებით 3 მილიონ ლარს მოითხოვდნენ.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პირი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში იყო გატაცებული.

„დაკავებული სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლდა და უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს", - განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ. მისი თქმით, „ამ სისხლის სამართლის საქმეში აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ოჯახის წევრებმა სრული ნდობა გამოუცხადეს შსს-ს, ითანამშრომლეს და მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდეს. ამის შემდეგ, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დაიგეგმა". 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება) მიმდინარეობს. აღნიშნული სასჯელი სასჯელის სახით 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^