Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მირზა სუბელიანს სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება" - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

18 ოქტომბერი, 2018 23:47

გლდანის #8 ციხეში მირზა სუბელიანის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მირზა სუბელიანს სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლის თქმით, თავად სუბელიანი მისი ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. 

„მას აღენიშნება დაზიანებები ორივე ქვედა კიდურის არეში, იდაყვთან და კისრის მიდამოში, ეს იყო მცირედი სიწიტლეები, რაზეც სუბელიანმა განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა“, - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაზიანებები მითითებულია ექიმის ჟურნალშიც და იგი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^