Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს

19 ოქტომბერი, 2018 12:05

„ომეგა ჯგუფი“ ფარულ ჩანაწერებზე უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებს ასაჯაროებს.

როგორც „ომეგა ჯგუფის“ განცხადებაშია აღნიშნული, მათ კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული სამართლებრივი ექსპერტიზის ბრიტანული კომპანია „საიფორიდან" მიიღეს კიდევ ორ აუდიოჩანაწერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ერთი ჩანაწერი მოიცავს ზაზა ოქუაშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის საუბარს, ხოლო მეორე ჩანაწერი კი მოიცავს ლევან ყიფიანისა და „ომეგას“ მენეჯერების საუბარს.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, პირველ აუდიოჩანაწერში საუბარია საერთო კომპანიის შექმნაზე, სადაც ერთ-ერთ მეწილედ შემოდიოდა ე. წ. ფონდი, რომელსაც ირაკლი ჩუბინიშვილი განმარტავდა, როგორც პარტიას.

„პირველი აუდიოფაილის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ აუდიოფაილი შედგება სხვადასხვა სექციებისგან აღებული ერთი ვრცელი აუდიოფაილიდან, რომლის ჩაწერაც მიმდინარეობდა უწყვეტად. შესაბამისად, ვანო ჩხარტიშვილისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოს ეთერში გასულ აუდიოჩანაწერში დამონტაჟებულია 6 სხვადასხვა შეხვედრის საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. დასკვნის მიხედვით ასევე გამოიკვეთა ის მონაკვეთები, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაილს, ის მოიცავს საუბარს, რომელიც შედგა ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერს შორის, სადაც „ომეგას“ გადასახედების რესტრუქტურიზაციის მისაღებად ლევან ყიფიანი ითხოვს 30 მილიონის გარკვეულ პროცენტს და ასევე ავტომობილებს იმჟამინდელი ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აუდიოჩანაწერი შედგება სამი სექციისგან, რომლებიც აღებულია ერთი უწყვეტი ჩაწერით მიღებული აუდიოფაილიდან. ამ აუდიოფაილის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ ლევან ყიფიანსა და „ომეგას“ მენეჯერებს შორის ზემოხსენებული საუბარი შედგა 2017 წლის 26 აპრილს. ექსპერტიზის მიერ დადასტურებულია ჩანაწერების ავთენტურობა: პირველი – ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქუაშვილის საუბარი, რომლის დროსაც ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილს უხსნის საერთო კომპანიის შექმნის სქემას, უჩა მამაცაშვილის როლს ამ საქმეში, ასევე განმარტავს, რომ ფონდი ანუ პარტია შემოდიოდა საერთო კომპანიაში 50%-იანი წილის მფლობელად და ასევე, დანიშნავდა ფინანსურ დირექტორს, ხოლო ვანო ჩხარტიშვილი კი აკონკრეტებს, რომ ამ სქემის დროული შექმნით დაინტერესებულია უფროსი მეგობარი, შედგა ერთ დღეს და ეთერში გასული აუდიოჩანაწერი შედგება ერთ დღეს უწყვეტი ჩაწერის შედეგად მიღებული ადიოფაილის სხვადასხვა სექციისგან“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^