Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიმ ჩენ ინმა რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილო კორეაში მიიწვია

19 ოქტომბერი, 2018 13:35

ჩრდილო კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა,  რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილო კორეაში მიიწვია. ამ შეთავაზების შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. პაპის მიწვევის შესახებ ინფორმაცია პირველად კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის შეხვედრის დროს გაჟღერდა. 

სექტემბერში ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ფხენიანში შეხვდნენ, რომლის დროსაც შეთანხმდნენ ბირთვული განიარაღების გზებზე. ქვეყნებმა ასევე მოილაპარაკეს ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნაზე, რათა იმ ოჯახებმა, რომლებიც ამ ორ ქვეყანაში ცხოვრობენ, ერთმანეთის ნახვა შეძლონ და, ამასთანავე, ითანამშრომლონ ჯანდაცვის სფეროში. მუნმა ჩრდილო კორეის ლიდერი სეულში მიიწვია. 

პაპის მიწვევა იმ დიპლომატიური ურთიერთობის კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც ჩრდილო კორეასა და სამხრეთ კორეას, ასევე აშშ-ის შორის დაიწყო. 

როგორც CNN წერს, ვატიკანს ჯერ გამოუხატავს პოზიცია, მიიღებს თუ არა პაპი კიმ ჩენ ინის შეთავაზებას. 

აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი მაიკლ გრინი აცხადებს, რომ ჩრდილო კორეა რელიგიის ყველაზე დიდი მტერია, პაპის იქ ჩასვლა და კიმ ჩენ ინთან შეხვედრა კი  ლიდერს ლეგიტიმაციას გაუზრდის. 

საერთაშორისო მასშტაბით რელიგიური თავისუფლების შესახებ აშშ-ის კომისიის დასკვნის თანახმად, ჩრდილო კორეის მთავრობის დამოკიდებულება რელიგიისადმი არის ყველაზე მძიმე და რეპრესიული მსოფლიოში. ცნობილია მორწმუნეების დაკავებისა და წამების ფაქტები. 

 ადვოკატირების ჯგუფის Open Doors USA-ს ინფორმაციით,  ჩრდილო კორეაში 50 000 მორწმუნეა ციხეში. მუშათა ბანაკებსა და სხვა ბანაკებში არიან განაწილებულები, სადაც მძიმე პირობებში იმყოფებიან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^