Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: პოლიციამ ლამბალოს მკვიდრი არასრულწლოვანი გოგონა თავშესაფარში გადაიყვანა

19 ოქტომბერი, 2018 14:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა  თავშესაფარში გადაიყვანა. გოგონა 6-დღიანი ძებნის შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს.

უწყების განმარტებით, მისი ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ გოგონასთან მუშაობა დაიწყეს სოციალურმა მუშაკმა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) ფსიქოლოგმა. მათი რეკომენდაციით, სამართალდამცველებმა მოზარდი გამოკითხეს. არასრულწლოვანს გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.

„გამოკითხვა ჩატარდა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და თარჯიმნის მონაწილეობით. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობა ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა არ ყოფილა და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა. არასრულწლოვანმა 
გამოკითხვისას, ასევე, განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან, მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაციით“,- აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი. შსს-ში აცხადებენ, რომ ამჟამად ჰ.მ. გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

12 ოქტომბერს ორმა პირმა 17 წლის გოგო სახლიდან უმცროსი დის თანდასწრებით მოიტაცა.

პოლიციამ სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა იპოვა

„სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში დასთან, 14 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. ორი მანქანით მისულა ის ბიჭი, ნათესავებსა და ძმაკაცებთან ერთად. სად წაიყვანეს, არ ვიცით. ის ბიჭიც ჩვენი სოფლიდანაა, 24 წლის იქნება“, - უთხრა „რეგინფოს“ მუბარიზ მამედოვმა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. ფაქტზე მონიტორინგს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^