Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული იდეა" „კანაფის ფესტივალის" წინააღმდეგ ხვალ დედაენის ბაღში შეკრებას გეგმავს

19 ოქტომბერი, 2018 15:35

„სიკვდილის ფესტივალის წინააღმდეგ", - „ქართული იდეა" მხარდამჭერებს მოუწოდებს, 20 ოქტომბერს, 15 საათზე, დედაენის ბაღში შეიკრიბნონ. დედაენის ბაღში, ხვალ, 20 ოქტომბერს „გირჩი" „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს" მართავს. 

„ხელისუფლების სატელიტი „გირჩის" სექტა, 20 ოქტომბერს, დედაენის ძეგლთან, მთავრობის ხელშეწყობით მართავს მარიხუანის ფესტივალს და აანონსებს იმას, რომ შემდგომში ეს დღე ყოველწლიურად უნდა აღინიშნოს საქართველოს მარიხუანის გამსაღებელ სახელმწიფოდ გადაქცევის და ნარკოტიკების ლეგალიზაციის დღედ!..", - ნათქვამია „ქართული იდეის" მიერ შექმნილ facebook ივენთში.

როგორც „გირჩი" წერს, მიაჩნიათ, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, ნიშნავს უფლებას, გაზარდო კანაფი და მოიხმარო ის, ლეგალურად და ცივილიზებულად, ისე, როგორც ამას აკეთებენ ადამიანები ნორმალურ ქვეყნებში.

„სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ამ ფესტივალზე - ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ", - წერს „გირჩი".

---

შსს-ს კანაფის ფესტივალთან დაკავშირებით გასულ კვირას განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^