Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იბერიის“ თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს ითხოვენ

19 ოქტომბერი, 2018 17:11

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლები ხელმძღვანელობას წერილით მიმართავენ. დასაქმებულები რეორგანიზაციის გამო, ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხს მოითხოვენ.

მათი თქმით, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს აინტერესებთ, შეძლებენ თუ არა მუშაობის გაგრძელებას და ანაზღაურების მიღებას.

„ჩვენ დღეს ვითვლებით ტელევიზიის თანამშრომლებად, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მუშაობის საშუალება. გვაინტერესებს, ჩვენ შევძლებთ თუ არა მუშაობის გაგრძელებას, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა მომავალში და თუ არ გაგრძელდება, როდის მოხდება უკვე ნამუშევარი ხელფასების ანაზღაურება და კომპენსაციების გაცემა,“ - განაცხადა „იბერიის“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჯიბღაშვილმა.

ტელეკომპანია „იბერია“ 17 ოქტომბრიდან აღარ მაუწყებლობს. ეკრანზე ჩანს მხოლოდ წარწერა: „ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!“

ტელეკომპანიის მესაკუთრე „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლები ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლასა და ამ გზით კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის დახურვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^