Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: პოლიციამ გამოძიების ფარგლებში ხვიჩია და მეგრელიშვილი განყოფილებაში გადაიყვანა

20 ოქტომბერი, 2018 14:30

„პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა", - ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში განუცხადეს.

შსს-ს თქმით, ე.წ. კანაფის ფესტივალთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს და პოლიციამ ხვიჩია და მეგრელიშვილი სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

დედაენის ბაღში დღეს „გირჩი" კანაფის ლეგალიზების ფესტივალის გამართვას აპირებს.

როგორც „გირჩი" წერს, მიაჩნიათ, რომ კანაფის მოხმარების ლეგალურობა, სულ მცირე, ნიშნავს უფლებას, გაზარდო კანაფი და მოიხმარო ის, ლეგალურად და ცივილიზებულად, ისე, როგორც ამას აკეთებენ ადამიანები ნორმალურ ქვეყნებში.

„სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ ამ ფესტივალზე - ერთმანეთს დავეხმაროთ კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში, როგორ და რა ფორმით, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ", - წერს „გირჩი".

შსს-ში განმარტავენ, რომ თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^