Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: „ფესტივალის" ორგანიზებისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 11 პირი

20 ოქტომბერი, 2018 17:33

„ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„გამოძიების ფარგლებში ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო  მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის ამ ეტაპზე დაკავებული 11 პირი", - აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

ფოტო: მარი ნიკურაძე/ OC MEDIA

--------------------------------

„გირჩის" პრეზიდენტორის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ დედაენის ბაღში მისულებს მარიხუანა საჯაროდ გადასცა. ამის შემდეგ ის პოლიციამ ის განყოფილებაში გადაიყვანა. 

„სხვა რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ტექნიკური შესაძლებლობა არ გვაქვს ახლა ამის, მინიმუმ ეს მაინც მინდა გავაკეთო. მე ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული მაქვს რომ ლეგალურად მოვიპოვო კანაფი, ლეგალური გზა უნდა არსებობეს, რითაც მე კანაფს მოვიპოვებ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ჩემი უფლება [მოვიხმარო კანაფი]. ამის უფლებას კი არ მაძლევენ. ჯიბეში მაქვს 3 ჯოინთი და ეს არის გასაღება [საქართველოს კანონმდებლობით]. ამის გამო ადამიანებს ციხეში სხვამენ. მე ყოველდღე ხალხი მჩუქნის მოსაწევს, სახელმწიფოს გადმოსახედიდან კი მე ყოველდღე შეხება მაქვს კრიმინალებთან. ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. თუ მე დღეს ვერ დამიჭერენ, ვერ უნდა დაიჭირონ ვერავინ და გამოვა, რომ ეს ქმედება საქართველოში დალეგალიზდება", - განაცხადა ჯაფარიძემ მარიხუანის დარიგებამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^