Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ ის კანონები გამოიყენა, რომლებიც საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება - გირჩი

20 ოქტომბერი, 2018 18:29

„შსს-მ დასაპატიმრებლად ის კანონები გამოიყენა, რომლბიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადწყვეტილებასთან" - ამის შესახებ „გირჩში" გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ჰერმან საბომ განაცხადა. 

„ზურაბ ჯაფარიძემ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რომ დაიჭერდნენ, დაიცვა თავისი თავისუფლება, თავისი კონსტიტუციური უფლება და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ფესტივალი შედგა. ჩვენ არ ვაგრჩერდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისულებისთვის" - თქვა საბომ. 

მისი თქმით, დღეს „კანაფის ფესტივალი" შედგა. 

„დღეს შედგა კანაფის პირველი ფესტივალი საქართველოს ისტორიაში. შედგა ისე, როგორც შედგა. მიუხედავად იმისა, რომ დააპატიმრეს, კიარადა გადაიყვანეს დასაკითხად, როგორც თვით ამბობენ, პარტიის ლიდერები. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო იყო პოლიციის სრული კორდონი და ცდილობდნენ, ჩვენს ფესტივალზე ხალხი არ მოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ აპარატურა არ შეგვატანინეს, ვენდორებს, ანუ ვისაც ლეგალური ბიზნეესებიდან უნდა მეოტანათ სხვადასხვა რაღაცები, დღეს მაინც შედგა ლეგალიზაციის ფესტივალი" - თქვა საბომ.

დღეს დედაენის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, სამინისტროს თქმით იგი სამართალდამცავების საკუთარი ნებით გაჰყვა მას შემდეგ, რაც მას პოლიციის განყოფილებაში წასვლა შესთავაზეს. 

--------------------------------

„გირჩის" პრეზიდენტორის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ დედაენის ბაღში მისულებს მარიხუანა საჯაროდ გადასცა. ამის შემდეგ ის პოლიციამ ის განყოფილებაში გადაიყვანა. 

„სხვა რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ტექნიკური შესაძლებლობა არ გვაქვს ახლა ამის, მინიმუმ ეს მაინც მინდა გავაკეთო. მე ვამბობ, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული მაქვს რომ ლეგალურად მოვიპოვო კანაფი, ლეგალური გზა უნდა არსებობეს, რითაც მე კანაფს მოვიპოვებ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის ჩემი უფლება [მოვიხმარო კანაფი]. ამის უფლებას კი არ მაძლევენ. ჯიბეში მაქვს 3 ჯოინთი და ეს არის გასაღება [საქართველოს კანონმდებლობით]. ამის გამო ადამიანებს ციხეში სხვამენ. მე ყოველდღე ხალხი მჩუქნის მოსაწევს, სახელმწიფოს გადმოსახედიდან კი მე ყოველდღე შეხება მაქვს კრიმინალებთან. ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ. თუ მე დღეს ვერ დამიჭერენ, ვერ უნდა დაიჭირონ ვერავინ და გამოვა, რომ ეს ქმედება საქართველოში დალეგალიზდება", - განაცხადა ჯაფარიძემ მარიხუანის დარიგებამდე.

ფოტო: მარი ნიკურაძე/ OC MEDIA

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ცესკოს სხდომა 19 საათისთვის გადაიდო

დღეს, 14 ნოემბერს 13 საათზე დანიშნული ცესკოს სხდომა 19 საათისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ინფორამაციას ცესკო ავრცელებს. ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ზვიად პატარიძე 23 წლამდე მოჭიდავეთა შორი ...

ზვიად პატარიძე 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონია. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ცნობით, პირველი ფ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

მეორე ტურში გამოკითხულთა 56% ხმას ვაშაძე ...

Edison Research-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „საპრეზიდენტო არჩევნები ...
^