Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გირჩის" ლიდერებისა და მხარდამჭერების ნაწილი გაათავისუფლეს

20 ოქტომბერი, 2018 22:06

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან „გირჩის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი გაათავისუფლეს.

მთავარი სამმართველოს შენობა დატოვეს „გირჩის" ლიდერებმა: ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და რამდენიმე მხარდამჭერმა, რომლებიც პოლიციაში დედაენის ბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანეს. 

ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში რჩება „გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. ის პოლიციამ მას შემდეგ წაიყავა, რაც „დედაენის ბაღში" მარიხუანა სხვა ადამიანებს გადასცა. 

--------

შსს-ს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე დედაენის ბაღიდან პოლიციელებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამის შესხაებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც შსს ავრცელებს.

„ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა" - ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე, შსს-ს თქმით,  მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის 11 პირი იყო დაკავებული.

ფოტო: მარი ნიკურაძე/ OC MEDIA

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^