თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან „გირჩის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების ნაწილი გაათავისუფლეს.
მთავარი სამმართველოს შენობა დატოვეს „გირჩის" ლიდერებმა: ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და რამდენიმე მხარდამჭერმა, რომლებიც პოლიციაში დედაენის ბაღიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანეს.
ჯერ კიდევ პოლიციის შენობაში რჩება „გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. ის პოლიციამ მას შემდეგ წაიყავა, რაც „დედაენის ბაღში" მარიხუანა სხვა ადამიანებს გადასცა.
--------
შსს-ს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე დედაენის ბაღიდან პოლიციელებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამის შესხაებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც შსს ავრცელებს.
„ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა" - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, შსს-ს თქმით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის 11 პირი იყო დაკავებული.
ფოტო: მარი ნიკურაძე/ OC MEDIA