თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გრიგოლ ვაშაძის სარჩელი, რომლითაც საარჩევნო ბიულეტენში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად მითითებას ითხოვდა. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ოპოზიცია ითხოვს, ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად, მიეთითოს გაერთიანებული ოპოზიცია.