Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ამ თემას მოვიკვლევთ" - გახარია ხორავას ქუჩის საქმის მოწმის შესაძლო მოსყიდვას ეხმაურება

21 ოქტომბერი, 2018 17:15

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ციხის ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც მოწმის მოსყიდვაზეა საუბარი, გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ თემის მოკვლევის შემდეგ დადასტურდება მცირედი ნაწილი მაინც იმისა, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-ს“ განუცხადა. 

„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პრაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შსს მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი ჩანაწერის იმ ნაწილსაც ეხმაურება, რომელშიც მირზა სუბელიანი ქალაქის ყოფილ პროკურორზე საუბრობს. 

„ზუსტად შაყულაშვილის დარღვევების გამოსავლენად იყო შექმნილი საპარლამენტო კომისია, რომელმაც მუშაობა დაასრულა და თავისი დასკვნა დადო. გეუბნებით, რომ ერთ მხარეს გვაქვს საპარლამენტო კომისიის დასკვნა და მეორე მხარეს გვაქვს პატიმარ მირზა სუბელიანის საუბარი, ფარული ჩანაწერი. საუბრის ფარული ჩანაწერი მის სამ სტუმართან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ის პასუხები  სამართლებრივი, რაც ეკუთვნის ამ ფარულ ჩანაწერს გავცეთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ვიმსჯელოთ ამაზე რა ფუნქცია, როლი ან რაიმე დარღვევა განახორციელა ბატონმა შაყულაშვილმა,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

რ2-ის ჩანაწერი: სარალიძის საქმის მოწმეს ჩვენების შესაცვლელად 10 000 ეკლესიის შესაწირში ჩაუგდეს

„რუსთავი 2-ის" ახალი ფარული აუდიოჩანაწერის თანახმად, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის, მღვდლის შვილის ჩვენების შესაცვლელად ეკლესიის ყუთში 10 000 ჩააგდეს - ამის შესახებ აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანთან საუბარში დევნილთა სამინისტროსა და გენინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი ჰყვება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^