ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ამის შესახებ „ლიბერალს“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
მოქალაქეები, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაპატიმრებული.
დღეს ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ორი პირი დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.