დღეს გამართულ ბრიფინგზე, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ განაცხადეს, რომ ისინი ხსნიან საკუთარ კანდიდატურას და არჩევნებში მხარს კახა კუკავას უჭერენ.
მათივე განცხადებით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია კოალიციის შექმნა.