Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დუმბაძე; ვაშაძემ სახარება მოიტანა და აღთქმის დადება მთხოვა, რომ აღარ წავალ ოპოზიციაში

21 ოქტომბერი, 2018 21:58

„ჩემი მტკიცე მარჯვენა და მარცხენათი დავადასტურე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა და ურთიერთობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა მურმან დუმბაძემ ბათუმში მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

40 000 კილომეტრი გავიარეთ და შემოვიარეთ საქართველო, გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი. ერთხელ მეუბნება – ბატონ მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ. სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, ვუთხარი – არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის შეასრულებს ერთ პირობას, თუ 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან კალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა“, – განაცხადა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით მურმან დუმბაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^