თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.
125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა უნგრელი და რუსი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში აზიის სამგზის ჩემპიონ ირანელ პარვიზ ჰადის სძლია.
გადამწყვეტ შეხვედრაში, პეტრიაშვილმა ჩინელი ჟივეი დენი დაამარცხა და ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.