23 ოქტომბერს, 22.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამი ყველაზე რეიტინგული არხის, სამშაბათის მთავარი პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“, „პირისპირ“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-დან“ „არჩევანი“ - გიორგი გაბუნიას და „TV პირველიდან“ - „რეაქცია“ ინგა გრიგოლიას იწვევს მასთან ინტერვიუზე.
„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული ტოქშოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს". - ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.
ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის.