Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კანონიერ ქურდებსაც წესები აქვთ, ამათ წესებიც აღარ აქვთ" - ვაშაძე „ომეგას“ საქმის ახალ ჩანაწერებზე

22 ოქტომბერი, 2018 17:27

„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე  ე.წ. „ომეგას“ საქმეზე გავრცელებულ ახალ ჩანაწერებს გამოეხმაურა. 

როგორც მან „რუსთავი 2-ს“ განუცხადა,  ქვეყანას მართავს შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

„აღშფოთებულია ხალხი იმ ფირების  ყურებით, რაც „რუსთავი 2-სა“ და სხვა  ტელეარხებზე გადის. ეს არის აღმაშფოთებელი, ამაზრზენი და გულის ამრევი. ჩვენს ქვეყანას მართავს „ქურდული ოცნება“. კანონიერ ქურდებსაც რაღაც წესები აქვთ და ამათ წესებიც აღარ აქვთ, არანაირი. ეს არც მაფია არის. ეს არის რაღაცა უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირება, რომელიც მორალის,  კონსტიტუციის, კანონისა  და ჩვენი პოლიტიკური სისტემის იქით არის გასული ისე, რომ მათი  მობრუნება შეუძლებელია,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.

„სარდაფის ეპიზოდზე“ „რუსთავი 2“ კიდევ ერთ ჩანაწერს ავრცელებს

„რუსთავის 2“ კიდევ ერთ  ჩანაწერს ავრცელებს  „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე.  აუდიოჩანაწერში ლევან ყიფიანი  მასსა და ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების დეტალებს იხსენებს.

სპორტის ყოფილი მინისტრი ზაზა ოქუაშვილს და „ომეგას“ სხვა მენეჯერებს უყვება იმასაც, თუ როგორ გაარჩია ეს საქმე ბიძინა ივანიშვილმა. 

ჩანაწერში ლევან ყიფინი დეტალურად ჰყვება, რომ ის ჩაიყვანეს სარდაფში, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ახლა ოფისი აქვს, სადაც გააშიშვლეს და სცემეს.  ყიფიანი ამბობს, რომ ის ივანიშვილმა დაიბარა და ჰკითხა, რატომ შეაგინა მან ფარცხალაძეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^