Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შეგვიძლია, გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე“ - გვარამია ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს

22 ოქტომბერი, 2018 18:31

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხვალ  „რუსთავი 2-ის“, „იმედისა" და „TV პირველის" წამყვანებს ინტერვიუზე იწვევს. ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუზე მხოლოდ სამი ჟურნალისტი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-დან“ გიორგი გაბუნია, „TV პირველიდან“ ინგა გრიგოლია და „TV იმედიდან“  ირაკლი ჩიხლაძე მიიწვია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ  მათთვის ფორმატი მიუღებელია. ამის შესახებ მან „კურიერში“ ისაუბრა. 

ნიკა გვარამიას განცხადებით, გაუგებარია, რატომ არის მიწვეული მხოლოდ სამი ტელეკომპანია და რატომ არ არის მათ შორის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ან „კავკასია“.

ნიკა გვარამია ამბობს,  რომ სწორედ ამ დღეს გიორგი გაბუნიას საავტორო გადაცემა „არჩევანი“ აქვს და ამიტომ ის „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მიწვევას ვერ მიიღებს, თუმცა „კვირის აქცენტების“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი ამას ივანიშვილი დასთანხმდება.

„ამას გარდა, ძალიან უხერხულია, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის მიწვეული. დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ ამ არხის, მაგრამ უხერხულია, უბრალოდ, და ასევე სხვა არხებიც, რატომ არ არის მაგალითად, „კავკასია" და ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და ვინმეს შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინტერესოდ, მათ შორის ნინო ჯანგირაშვილიც არის. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ძალიან გვაღელვებს.

ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ, ლაივი ცხადია არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო, ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი „ჰარდ თოქი" - ეს არის „კვირის აქცენტები“. მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის“, - ამბობს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^