Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი - ფალსიფიკაციის ფაქტებზე 21 პირი პასუხისგებაში მისცეს

23 ოქტომბერი, 2018 11:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 2018 წლის განვლილ პერიოდში ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) 17 ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარმოების პროცესში მეწარმე სუბიექტები მოტყუებით ცვლიდნენ როგორც კვების პროდუქციის (ძეხვეულის, სოსისის, შებოლილი თევზის), ასევე სამშენებლო მასალის (ცემენტის) თვისობრიობას. უწყების ცნობით, მსგავსი  ქმედებით  მნიშვნელოვნად ირღვეოდა  მომხმარებლის ინტერესი.

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე,  ბრალდებულის სახით 21 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში  მისცა," - ამბობენ უწყებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^