Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავ ზღვაში სავარაუდოდ 2 400 წლის წინ წინ ჩაძირული გემი იპოვეს

23 ოქტომბერი, 2018 12:16

არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე სავარაუდოდ  2 400 წლის წინ ჩაძირული ძველბერძნული გემი აღმოაჩინეს. The Guardian-ის ინფორმაციით, 23-მეტრიანი გემი მსოფლიოში უძველესი დაუზიანებლად შემონახული ნიმუშია. 

გემი ზედაპირიდან დაახლოებით ორი კილომეტრის სიღრმეზეა, სადაც, მკვლევრების თქმით, ჟანგბადის ნაკლებობამ შეუწყო ხელი მის შენარჩუნებას.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თანამედროვე სამყაროსგან ხელუხლებელ გემს ვიპოვიდით, რომელიც ორი კილომეტრის სიღრმეზე ასვენია. ის შეცვლის ჩვენს ცოდნას ანტიკურ სამყაროში გემთმშენებლობასა და ნაოსნობაზე" - ამბობს პროფესორი ჯონ ადამსი.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გემს სავაჭრო დანიშნულება ჰქონდა. მისი ანალოგი ძველბერძნულ თიხის ჭურჭელზეა აღბეჭდილი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^