Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაქარაშვილს თავზე ურნის ჩამომხობის საქმეზე შსს-მ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა

23 ოქტომბერი, 2018 13:19

აქტივისტ გიგა მაქარაშვილის თქმით, გორში თავზე ურნის ჩამომხობის საქმეზე პროკურატურამ მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა. 

თუმცა აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება და ჩანიშნულია ყველა სახის ექსპერტიზა, რაც გათვალისიწინებულია საგამოძიებო მოქმედებებით. 

10 ოქტომბერს გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. 

ახალგაზრდების ჯგუფმა მერიის შენობის წინ ნაკელი მიიტანეს და შენობის კიბეებზე საკენკიც დაყარეს. აქციის მიზეზი რამდენიმე დღით ადრე გორის მერის მიერ გაკეთებული განცხადება იყო. კონსტანტინე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^