Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით სერგეენკო რისკჯგუფებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს

23 ოქტომბერი, 2018 13:43

სეზონური გრიპის ვაქცინაციასა და გრიპის ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პრესკონფერენციისას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა რისკჯგუფებისთვის ოქტომბერი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის საუკეთესო პერიოდია.

„ეს არის სეზონური გრიპი, რომელიც მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყოველწლიურად მეორდება და ხშირად ეს ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. ამდენად, გრიპის სეზონური ვაქცინაციისთვის ოპტიმალური ვადა არის სწორედ მიმდინარე კვირა და მისი შემდგომი უახლოესი პერიოდი.

რაც შეეხება გრიპით გამოწვეულ ზიანს, ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რადგანაც თუ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს მსუბუქად და მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა სჭირდება, გარკვეულ რისკჯგუფებში მან შეიძლება საკმაოდ მძიმე და ზოგ შემთხვევაში ფატალური მიმდინარეობაც მიიღოს. რა თქმა უნდა, არ მინდა ამით პანიკის შექმნა, მაგრამ გრიპის შესახებ და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვინ არის რისკჯგუფში?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, კამპანია მიზნად ისახავს გრიპის სეზონური ვაქცინით მოცვის გაზრდას რისკჯგუფებში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი: ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და პირები ჯანმრთელობის თანმხლები პათოლოგიებით, იმყოფებიან გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. ჯანდაცვის მუშაკები, მათი ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე, არიან უფრო მეტად დაუცველნი სხვადასხვა ვირუსული ინფექციის, მათ შორის გრიპის ვირუსის მიმართ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. მათივე ცნობით, გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საჭიროა ყოველწლიურად.

„ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის დასაწყებად“.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. სახელმწიფომ 2017- 2018 წლის სეზონზე შეიძინა 27 000 დოზა ვაქცინა, 2018-2019 წლების სეზონისთვის კი - 40 935 დოზა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

ევროპარლამენტი: ასოცირების დღის წესრიგის ...

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ანგარიში „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი დღ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

სერგეენკო: ლუგარის ცენტრის პოტენციალი ბე ...

ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს,&nb ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმი ...

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმის“ ადვოკატთა სარჩელის განხილვა დაიწყო. სადაო ნორმები გაუთქმელობ ...
^