Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე ჟურნალისტებს გაეხუმრა და „ფარული ჩანაწერი“ მოასმენინა

23 ოქტომბერი, 2018 15:49

დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერს ხუმრობით გამოეხმაურა და ჟურნალისტებს საპასუხოდ „ფარული ჩანაწერი“ მოასმენინა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერი ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველზე ზეწოლას ეხება. 

ჟურნალისტების შეკითხვას კახა კალაძე უპასუხა, რომ მანაც მოიპოვა ფარული ჩანაწერი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეკავენ სატრანსპორტო კომპანიაში და მითითებას აძლევენ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი.

ჩანაწერში კახა კალაძე, სავარაუდოდ, მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ესაუბრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^