Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინანსთა სამინისტრო: ტელეკომპანია კავკასიის ქონება რეალურად არ დაყადაღებულა

23 ოქტომბერი, 2018 16:00

„დღეს, 23 ოქტომბერს შპს ტელეკომპანია კავკასის მიმართ, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ავტომატურად გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, თუმცა ქონება რეალურად არ დაყადაღებულა". - უთხრეს ლიბერალს ფინანსთა სამინისტროში.

"აღნიშნულის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ტელეკომპანიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, მათვე განემარტათ, რომ ყადაღის ბრძანების გასაუქმებლად აუცილებელია ახალი გრაფიკის გაფორმება ან დავალიანების სრულად დაფარვა. დღესვე, შპს კავკასიამ კიდევ ერთხელ მიმართა შემოსავლების სამსახურს ახალი განცხადებით გრაფიკის გაფორმების თაობაზე. აღნიშნული განცხადება ახალი გრაფიკის შედგენის თაობაზე უკვე დაკმაყოფილებულია". - ამბობენ სამინისტროში.

როგორც ფინანსთან სამინიტროში გვითხრეს, " ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისა და მედია საშუალებების დაცვის მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, შპს კავკასიის მიმართ არ მოხდა ინკასოს ღონისძიების გამოყენება. რაც ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანიას აქვს სრული შესაძლებლობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე განაგრძოს საქმიანობა".

შეგახსენებთ, რომ დღეს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია „კავკასიის“ დაყადაღების ბრძანება გამოსცა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^