Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რომ მაქარაშვილმა ტანჯვა განიცადა

23 ოქტომბერი, 2018 18:27

„გიგა მაქარაშვილისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის მიზეზი მის მიერ მიცემული ჩვენება გახდა, რომლის თანახმადაც მან მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა" - ასე განუმარტეს „ლიბერალს" შსს-ში გიგა მაქარაშვილისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნა. გორის მერიის თანამშრომლის მიერ მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის ურნის ჩამომხობის ფაქტზე გამოძიება სს კოდქესის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარებს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს, რომელიც პირს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

„თუ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, კანონით არ გვაქვს უფლება, რომ ადამიანს მივანიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. იმისთვის გაკეთდა ექსპერტიზა, რომ რა მუხლითაც არის გამოძიება დაწყებული, დადასტურდეს ამ ექსპერტიზით. რასაც წერს ჩვენებაში, რომ განიცადა მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, უნდა გაამყარდეს ექსპერტიზის დასკვნით ეს ნათქვამი, რაც არის კანონის მოთხოვნა" - აცხადებენ პროკურატურაში. 

გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. შემთხვევის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „დიამ,“ გაავრცელა. პირი, რომელმაც მაქარაშვილს ურნა თავზე დაამხო, თემურ მანველიშვილია, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^