Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილი კვესიტაძეს: სესიაშვილმა 100-0 მოგიგოთ

23 ოქტომბერი, 2018 23:06

„სესიაშვილმა 100-0 მოგიგოთ, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგცათ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ძალიან მომზადებული და მობულიზებული იყავით“, - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს. შეკითხვა ხელისუფლების წევრების სახლებს შეეხებოდა.

„310 კვადრატულია სახლი, არის  მხოლოდ შავი კარკასი და მინებია ჩასმული, გალესილი. ეს ფასი მეც ძალიან კარგად ვიცი, მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი, ხოლო როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მაგის აშენება 100 დოლარადაც შეიძლება. 310 კვადრატული რომ გაამრავლო 100 დოლარზე, არის 31 000 დოლარი... ბეტონის ფასი მე ძალიან კარგად ვიცი...“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „რუსთავი 2-მა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთავრობის რამდენიმე წევრის სახლზე მოამზადა სიუჟეტი და არცერთს შეკითხვა არ დაუსვა, „საიდან აქვს, როგორ გაქვს, მისი არის თუ არ არის“.

„ამდენი რესპონდენტებიდან არცერთს არ შეეხმიანებთ, შეკითხვა არ დასვით,  პრემიერ-მინისტრზე. რაც თქვენ გააკეთეთ საერთოდ, სირცხვილი იყო. 20 წლის წინ აშენებული სახლი აჩვენეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი თინეიჯერი ან სტუდენტი იყო, და აჩვენეთ, თუ როგორ არის ის კორუფციაში ჩართული, მეზობლის ნაკვეთიც გადაიღეთ ამ დროს. არცერთს შეკითხვა არ დაუსვით, ეს არის თქვენი მუშაობის მანერა. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ მაყურებელს, მაყურებლის დიდი ნაწილი თქვენ გყავთ მძევლად აყვანილი, აჩვენებთ სიცრუეს, 99%-ს... არცერთ რესპონდენტს კითხვა არ დაუსვით და თქვენთვის სასურველი ვარიანტი აარჩიეთ - სესიაშვილი, რადგან 3-სართულიანი ბინა იყო. ასე აწყვეტინებდით სესიაშვილსაც [პასუხის გაცემას] და მან მაინც მოახერხა ამ საცოდავმა და  გასაგები გააგებინა მაყურებელს. აბსოლუტურად ყველაფერი დაასაბუთა“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^