Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილი: პირადი ცხოვრების ჩანაწერები გამოქვეყნდა 2016 წელს? ვერ ვიხსენებ, გეფიცებით

23 ოქტომბერი, 2018 23:40

ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ვერ იხსენებს.

„ვერ ვიხსენებ, ასეთი რა იყო. ვინ მაღალჩინოსნებზე, ღარიბაშვილზე?... რა გაქვთ მხედველობაში, კი არ მახსოვს? 2016 წელს? ვერ ვიხსენებ, გეფიცებით... რაზე იყო, შემახსენეთ. ვისზე გავრცელდა? იქნებ თქვენ ამიხსნათ, რა გაქვთ მხედველობაში?... არ ვიცი, რაზე საუბრობთ“, - თქვა ივანიშვილმა.

მან ჟურნალისტებს სთხოვა, პირდაპირ ეთერში დაესახელებინათ მაღალჩინოსნები, რომელთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც გამოქვეყნდა.

2016 წლის მარტში პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით ბრალი 5 პირს წარედგინა. ამას გარდა, 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ სსკ-ის 333-ე მუხლით ბრალი 8 პირს წარუდგინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^