Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ცვლილებები შევა სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებაზე

24 ოქტომბერი, 2018 14:53

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები, სავარაუდოდ, წლის ბოლოს შევა. ცვლილებების ზუსტი შინაარსი, ჯერჯერობით, უცნობია.

თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იკვეთება, რომ მინისტრ ჩხენკელის დროს დაანონსებული ცვლილება, რომელიც უფროსი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებასთან იყო დაკავშირებული შესაძლოა არ განხორციელდეს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მანანა რატიანმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ ჩხენკელის მინისტრობისას დაანონსებული ცვლილებების პროექტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, პედაგოგის სტატუსის ჩამოქვეითება არ მოხდება, კვლავ ძალაში რჩება.

სტატუსის შენარჩუნებისთვის კი შემუშავდება განსხვავებული მექანიზმი. ახალი წესი არ იქნება მოქმედი წესის მსგავსი, როცა პედაგოგს 13 კრედიტის დაგროვება უწევს სტატუსის შესანარჩუნებლად.

უცნობია, თუკი პედაგოგი ვერ დააკმაყოფილებს სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ პირობას, დაკარგავს თუ არა უფროსის სტატუსს და მასთან ერთად სახელფასო დანამატს ? - ამ კითხვაზე „ლიბერალმა“ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო, რადგან ცენტრში ამბობენ, რომ პროცესი ჯერ ისევ სამუშაოა.

რა ბედი ეწია მასწავლებლების სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტს

როგორც მანანა რატიანი განმარტავს, ჯერჯერობით, სამუშაო პროცესი არ დასრულებულა, ამიტომ კონკრეტულად ვერ საუბრობს, თუ რა ცვლილებებია დაგეგმილი იმ აქტივობებთან მიმართებით, რომლებიც, მოქმედი წესის თანახმად, პედაგოგებმა კრედიტების შეგროვების მიზნით უნდა გაიარონ.

 „ჩხენკელის მინისტრობისას, როცა ცვილებები დაანონსდა, იყო საუბარი, რომ პედაგოგის ჩამოქვეითება არ მოხდებოდა, ანუ უფროსი მასწავლებელი პრაქტიკოსზე ვერ ჩამოქვეითდებოდა და წამყვანი - უფროს მასწავლებლად, ხოლო სტატუსის შენარჩუნებისთვის იქნებოდა გარკვეული პირობები შესასრულებელი. ეს ორი განსხვავებული რაღაც არის. პედაგოგის ჩამოქვეითება არ მოხდება, ახლაც იგივეა ძალაში. შენარჩუნებისთვის იქნება გარკვეული მექანიზმი, არსებულისგან განსხვავებული“, - ამბობს მანანა რატიანი.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე შეუძლია თქვას მხილოდ ის, რომ აღნიშნულ ცვლილებაზე მუშაობისას ამოსავალი პრონციპია -  სასწავლო პროცესი იყოს ხარისხიანი და მოსწავლეზე ორიენტირებული.

 „ვფიქრობთ, არსებული მექანიზმი შეცვლას საჭიროებს. სტატუსის შენარჩუნების რაღაც მექანიზმი აუცილებლად იარსებებს. ვინაიდან მასწავლებლებს აქვთ პროფესიული სტანდარტი, შესაბამისი სტატუსის მასწავლებელი, შესაბამის სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ თუ როგორ მოხდება ამის დადასტურება, ჯერ ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი არ დასრულებულა. ინტენსიურად ვმუშაობთ. როგორც კი მზად იქნება, სავარაუდოდ ახლო მომავალში, საზოგადოებას და მასწავლებლებს გავაცნობთ.“

მისივე თქმით, დღემდე სტატუსის შენარჩუნების მიზნით შეგროვებული კრედიტები მასწავლებელს არ დაეკარგება,- „იმიტომ, რომ იგივე კრედიტები შესაძლებელია წინსვლისთვისაც გამოიყენონ. ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ის, რაც უკეთებია მასწავლებელს, იყოს აღიარებული და თანმიმდევრულებული ვიყოთ პროცესებში.“

რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებსაც სტატუსის შენარჩუნებისთვის განსაზრვრული ვადა 2019 წლის სექტემბერში ეწურებათ, (ეს ის პედაგოგები არიან, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი სქემის დამტკიცების პირველ წელს (2015) მიიღეს და, შესაბამისად, სტატუსის შენარჩუნების მიზნით კრედიტების შესაგროვებლად 4 წელი განესაზღვრათ) მანანა რატიანის განმარტებით, მათ დამატებითი ვადა, ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“ მიეცემათ სტატუსის შენერჩუნების უკვე ახალი მექანიზმის პირობების დაკმაყოფილებისთვის.

მანანა რატიანის განმარტებით, ვინაიდან როგორც სამინისტროში, ისე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, იყო მმართველი რგოლის ცვლილებები,  ცვლილებების პროექტის განხილვასა და დამტკიცებას მეტი დრო დასჭირდა. მისივე თქმით, პროცესი დაიძვრება მაშინვე, როცა სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრებისას ყველა საკითხს გაივლიან. 

მასწავლებელს მიღებული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა - რა ცვლილებები იგეგმება სქემაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^