Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ზოოპარკის სპილოს - გრანდის ეშვის ამოღების ოპერაციას BBC გადაიღებს

25 ოქტომბერი, 2018 17:22

წინ დაძაბულზე დაძაბული კვირა გველის - ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე:

"გრანდი ხომ გახსოვთ? ჩვენი სპილო, 4 წლის წინ ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია რომ გადაიტანა? მთელი ქვეყანა რომ გულშემატკივრობდა და ბავშვები დასაძინებლად არ წვებოდნენ, მისი წამოდგომის მოლოდინში. პირველი ოპერაციის შედეგად გრანდს მხოლოდ ერთი ჩატეხილი ეშვი ამოვუღეთ. მეორე? აი, დადგა მეორე პრობლემის მოშორების დროც.

31 ოქტომბერს გრანდს ისევ მოუწევს პაციენტის როლის მორგება. და არა მხოლოდ პაციენტის. ამჯერად ჩვენი სპილო BBC-ის სერიალის მთავარი გმირიც გახდება. ახლავე აგიხსნით, რა ხდება.

BBC ცხოველების მოყვარულებს მორიგ სიურპრიზს სთავაზობს და ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით Big Animal Surgery – „დიდი ცხოველების ოპერაციები“. თითოეულ ეპიზოდში თითო ცხოველის ამბავს გვიამბობენ და გვიჩვენებენ, როგორ ატარებენ გამოცდილი ვეტექიმები უნიკალურ ოპერაციებს ცხოველების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი ემოცია, როცა BBC დაგვიკავშირდა და გრანდის ოპერაციის გადაღება გვთხოვა? დიახ, დიახ! სერიალის ერთი ეპიზოდი მთლიანად გრანდს მიეძღვნება. ხუმრობა საქმე ხომ არაა - BBC, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების შემქმნელი, თბილისის ზოოპარკის სპილოს მთელ მსოფლიოს გააცნობს!

გრანდის გრანდიოზული ოპერაცია, მასთან დაკავშირებული სირთულეები და რისკები იმგვარი თემაა, ერთ პოსტში რომ ვერ ამოვწურავთ. ამიტომ, ახლა დეტალებით აღარ მოგაწყენთ თავს და 31 ოქტომბრამდე ნელ-ნელა მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას.

მოკლედ, ჩავისუნთქეთ და დავიწყეთ!" - წერია ზოოპარკის ფეიჯის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^