Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურისტის შეფასება სარალიძის დაკავების კანონიერებაზე

26 ოქტომბერი, 2018 18:42

დღეს ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ამჟამად ის ინგოროყვას კლინიკაშია. 

ზაზა სარალიძე დააკავეს

შსს: ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს

„ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ჩიტიძე შემთხვევის შესახებ ფეისბუქზე წერს: 

„პოლიციელზე ხელის აღმართვა ისჯება და უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად.

დანაშაულის შემადგენლობა არის შემდეგი:

„პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით".

ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის, სამი მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს:

ა) თავდასხმის ობიექტი უნდა იყოს პოლიციელი;
ბ) სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს, რაც თავის მხრივ, კანონიერი უნდა იყოს;
გ) ამ კანონიერი საქმიანობის გამო უნდა მოხდეს თავდასხმა.

სარალიძის მიმართ კარვის გაშლის უფლების შეზღუდვა არის უკანონო და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობას არ წარმოადგენს, შესაბამისად, თავდასხმა საქმიანობის გამო ვერ იქნება. ნორმალური სასამართლოს პირობებში მოსამართლე დეტალურად და გამოწვლილვით განიხილავდა ამ ყველაფერს და ამ კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობას ვერ დაინახავდა.

თუმცა, ამასობაში:

1. პროკურატურას ხელმძღვანელობს ბიძინას პირადი ადვოკატი;
2. სუს-ს ხელმძღვანელობს ბიძინას დაცვის უფროსი;
3. შსს-ს ხელმძღვანელობს ბიძინას პირადი ფინანსისტი;
4. იუსტიციას ხელმძღვანელობს...;
5. სასამართლო არის კლანების ხელში, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროინდელი ოდიოზური კადრების ხელმძღვანელობით", - წერს გიორგი ჩიტიძე.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზაზა სარალიძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ნესტან ლონდარიძე: ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
22 ივნისი
22 ივნისი

ბერლინში 20 ივნისის მოვლენები და ოკუპაცი ...

დღეს, 21 ივნისს ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან აქცია „თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“ გაიმართა. აქციის მონ ...
^