საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს 28 ოქტომბერს, საღამოს 20:00-დან 21:00 საათამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“, პარტია „ქართული ოცნება" და „ევროპული საქართველო" გამოაქვეყნებენ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის" დაკვეთით ამომრჩეველთა გამოკითხვას Edison Research ატარებს, „ქართული ოცნების" დაკვეთით - „ფსიქოპროექტი", ხოლო „ევროპული საქართველოს" დაკვეთით - BCG Research.