Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: ვაშაძე პრაქტიკულად გამარჯვებულია, ივანიშვილი იქცევა როგორც შევარდნაძე

28 ოქტომბერი, 2018 20:30

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, გრიგოლ ვაშაძე უკვე პრაქტიკულად გამარჯვებულია. 

მისი თქმით, ის არ მისცემს საშუალებას ივანიშვილს, გააყალბოს არჩევნები. 

„დღეს საქართველოს გამარჯვების დღეა, ყველაფერი იქნება მაგრად", - მიმართა მან მოსახლეობას. 

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძეს, იმის გამო, რომ „ევროპული საქართველო," მათივე განცხადებით, მეორე ტურის შემთხვევაში, მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს.

სამმა სხვადასხვა ეგზიტპოლმა სხვადასხვა შედეგი გამოაქვეყნა: 

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ეგზიტპოლი „ედისონ რისერჩმა" ჩაატარა და მისი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 40% მიიღო. ასევე 40% მიიღო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 10 % მიიღო. 

„ქართული ოცნების" დაკვეთით ეგზიტპოლი „ფსიქოპროექტმა" ჩაატარა და მისი შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. 

კობახიძის თქმით, შედეგები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი - 52.3 %, გრიგოლ ვაშაძე - 28.1%, დავით ბაქრაძე - 9.1%.

ეგზიტპოლი ჩატარდა „ევროპულმა საქართველოს“ დაკვეთითაც.  კომპანია „ბი-სი-ჯის“ (BCG Research) მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით  გრიგოლ ვაშაძემ - 37% სალომე ზურაბიშვილმა - 35% დავით ბაქრაძემ კი  17% აიღო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^