Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიულმა კომიტეტმა მარიხუანის მოხმარების კანონპროექტს II მოსმენით მხარი დაუჭირა

30 ოქტომბერი, 2018 13:55

მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

აღნიშნული პროექტი რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში.

კანონპროექტში ვკითხულობთ, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა- ნაგებობებში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს ამ სამართალდარღვევას, მაშინ ჯარიმა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანის მოხმარება ასევე იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა.

წაიკითხეთ ვრცლად კანონპროექტის შესახებ ბმულზე;

მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა ისევ 500 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი

ქუჩაში, პარკში, კაფეში მარიხუანის მოხმარება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება - კანონპროექტი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^