Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?!" - ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

30 ოქტომბერი, 2018 20:13

„ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, პირველ ტურში პირველი ადგილი, ძალიან ბინძური კამპანიის მიუხედავად, ეს არის გამარჯვება.

„რუსთავი 2" ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?!" - აცხადებს ზურაბიშვილი და დასძენს, - „და რა? მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში?! მე მგონი არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული, ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის, ბრძოლისთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს ან ორ პარტიას შორის, არამედ არჩევანი ორ საქართველოს შორისაა. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ევროპა და საქართველოს მომავალი".

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა 38.64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 37.74%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^