Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ შეაფასა თსუ-ის პროფესორმა IBSU-ს სტუდენტების პროტესტი

31 ოქტომბერი, 2018 13:16

ხარისხის განვითარების ცენტრში სააპელაციო საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჩივარი 15 ოქტომბერს განიხილეს. საბჭომ უნივერსიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა.

სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმში, რომელშიც სხდომის მსვლელობა დეტალურად არის აღწერილი, შეტანილია საბჭოს ერთ-ერთი წევრის კომენტარი, როდესაც ის შავი ზღვის უნივერსიტეტზე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ სტუდენტების საპროტესტო აქციებს აფასებს და ამბობს, რომ „არ შეიძლებოდა, ეს ახალგაზრდები გაზრდილიყვნენ იმ მორალით, რომ ქუჩაში გამოსვლით ყველაფერი მიღწევადი იყო.“

გრიგოლ ტატიშვილი, ოქმის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა სააპელაციო საბჭოში.

გთავაზობთ ამონარდის საბჭოს ოქმიდან.

„საბჭოს წევრმა გრიგოლ ტატიშვილმა განაცხადა, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მეორე დღიდანვე ტარდებოდა დაწესებულების სტუდენტების სხვადასხვა სახის აქციები და გამოსვლები. მან მიმართა დაწესებულების წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ დაწესებულების სტუდენტების მობილიზება თუ წარმოადგენდა თვითმობილიზებას, დაწესებულების ადმინისტრაციას ხელი უნდა შეეშალა აღნიშნულისთვის.

მისი შეფასებით, არ შეიძლებოდა, რომ ეს ახალგაზრდები გაზრდილიყვნენ იმ მორალით, რომ ქუჩაში გამოსვლით, ყველაფერი მიღწევადი იყო. მისი თხოვნა იყო, ეს კომპონენტი არ ყოფილიყო წახალისებული დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. გრიგოლ ტატიშვილის განცხადებით, ეს წარმოადგენდა ასევე, ზეწოლას საბჭოს წევრებზე.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^