Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ - თალაკვაძე

31 ოქტომბერი, 2018 14:00

„თქვენ მოგწონთ ჩვენ მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ. ჩვენ ვხედავთ საკითხებს, რომელზეც ხალხმა თავისი პოზიცია გვითხრა. ამაზე იქნება ადეკვატური პოლიტიკური რეაქციები, როგორც მეორე ტურამდე ისე მის შემდეგ.

მადლობა საზოგადოებას და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს. ჩვენ ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ მეორე ტურში. „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა და გუნდი, რომელიც ამ გამოწვევას უპასუხებს, გუნდი, რომელიც ხვალინდელ დღეზე იქნება პასუხსმგებელი.“- განაცხადა აჩიკო თალაკვაძემ. 

თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ასევე შეაფასა ახალქალაქში მომხდარი ფაქტი. მისი თქმით, ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს.

„რაც შეეხება ახალქალაქში მომხდარ ფაქტს, ვემიჯნებით ძალადობას და ეს ის მეთოდი არაა, რომლითაც ჩვენ არჩევნებში რაიმე შედეგს ვიღებთ. გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია. ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს, როცა დემონსტრაციულად ჩამოხიეს პლაკატები და, სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს.

რაც შეეხება სამოქალაქო ომს, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და მშვიდობის გარანტია. ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^