Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დისკრიმინაცია, მუქარა, იძულება - რა გამოწვევებია აფხაზეთში ბავშვთა უფლებების მხრივ

31 ოქტომბერი, 2018 17:07

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მოხსების მიხედვით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, აფხაზეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა მძიმეა. ეთნიკური დისკრიმინაცია, მუქარა, იძულება, ღირსების შემლახველი მოპყრობა - მინისტრმა აფხაზეთის ბაღებსა და სკოლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 

მინისტრის თქმით,  რეგულარულად ირღვევა ფუნდამენტური უფლებები და ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გალის რაიონში, სადაც ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ  სკოლებსა და ბაღებში აქტიურად ტარდება რუსიფიკაციის პოლიტიკა; აკრძალულია მშობლიურ ენაზე სწავლება და კომუნიკაცია; მიუწვდომელია ხარისხიანი განათლება; მიმდინარეობს ომის პროპაგანდა; ადგილი აქვს ეთნიკურ დისკრიმინაციას და ქართული იდენტობის დათრგუნვას; ქართველი ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების მიმართ ხორციელდება ღირსების შემლახველი მოპყრობა, მუქარა და იძულება; ხდება ბავშვთა ფსიქიკასა და თავისუფალ ნებაზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მათ მენტალურ განვითარებაზე. 

ციხელაშვილის თქმით, ბავშვები ერთვებიან სამხედრო სიმულაციურ თამაშენბში, ხდება ომისა და მტრის ხატის პროპაგანდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა, სწორედ ამიტომ  სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა ახალი ინიციატივისა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. 

„ეს ის საკითხია, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებსა და ფორუმებზე. საუბარია ყველა ბავშვზე, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა. საუბარია იმ გარემოზე, რომელშიც ამ ბავშვებს უწევთ ყოფნა.

კერძოდ, სკოლამდელ დაწესებულებებში, ბაღებში არ არის იშვიათი, რომ ბავშვები ერთვებიან სხვადასხვა სამხედრო სიმულაციურ თამაშებში, ხდება ომისა და მტრის ხატის პროპაგანდა, რომელიც აბსოლუტურად დაუშვებელია. საუბარია ბავშვების მომავალზე, მათ ფსიქიკაზე და არავის აქვს უფლება, ასეთი ზეგავლენა მოახდინოს მომავალ თაობაზე“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^