Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

01 ნოემბერი, 2018 11:12

„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. მსგავსი შეხვედრა პარტიის ლიდერმა გუშინაც გამართა. 

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრების თემა არჩევნების მეორე ტურია. მისი თქმით, პარტიას ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება და შეთანხმება სჭირდება და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ იმ სტრატეგიაზე ისაუბრებენ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას - წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^