Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის ინიციატივაზე

02 ნოემბერი, 2018 16:48

„ქართულმა ოცნებამ” სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე 10-ლარიანი დანამატის გაცემა 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო იმის მიუხედავად, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში გასცა ამგვარი დანამატის 25 ლარის ოდენობით გაცემის რეკომენდაცია. 1$ მაშინ 1.66 ლარი იყო, ხოლო ფასები ბავშვის საკვებსა და მედიკამენტებზე - გაცილებით დაბალი". - წერს ფეისბუქის გვერდზე ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

„საპრეზიდენტო არჩევნებში მოახლოებული დამარცხების წინ „ქართული ოცნება“ უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების 10-ლარიან დანამატს 50 ლარამდე გაზრდის. არადა 2019 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 კვირის წინ განიხილა - მსგავსი არაფერი ეწერა. 1$ ამჟამად 2.75 ლარია". - ამბობს ჭიაბერაშვილი.

„როდესაც „ევროპული საქართველო” მუდმივად აყენებდა არა მხოლოდ სოციალური დახმარებების, არამედ ასაკობრივი და შშმ პირების (როგორც პირველი, ისე მეორე ჯგუფის) პენსიის ზრდის საკითხს, „ქართული ოცნების” პასუხი იყო: რას მოვაკლოთ?

ახლა ვეკითხები: კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით. და რას აკლებთ?

ანუ, თურმე შესაძლებელი ყოფილა ბიუჯეტის ხალხის საკეთილდღეოდ გადალაგება და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი იმითაცაა კარგი, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს აიძულა.

მაგრამ (!)

მხოლოდ სოციალური ხარჯის ზრდა ფასების ზრდის სახიფათო სპირალში უფრო ღრმად შეგვიყვანს (ისე შესულები ვართ „ქართული ოცნების” წყალობით), თუ ამის პარალელურად არ გვექნა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს ლარისა და ფასების სტაბილურობის, უმუშევრობის შემცირების და სიღარიბის დაძლევის მთავარი ფაქტორი. ამას გადასახადების დაწევა და „ქართული ოცნების” მავნებლური რეგულაციების გაუქმება სჭირდება.

ამას კი - დიახ, მართალი ხართ - ახალი და კომპეტენტური პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა.

ამიტომაც უნდა დამარცხდეს „ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში". - ვკითხულობთ ჭიაბერაშვილის ფეისბუქგვერდზე. 

რამდენიმე საათის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეცგანაცხადა, რომ „სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები და ოჯხები, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. დახმარება იქნება 50 ლარამდე". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^