Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბაშის მერიიდან გათავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა დავა სააპელაციოშიც მოიგო

02 ნოემბერი, 2018 18:00

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის 12 იანვარს სამსახურიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. დასაქმებულებმა - მურად ძველაიამ, კობა თოფურიამ და აკაკი ბოკუჩავამ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნიეს და სასამართლოში იჩივლეს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ მათი საჩივარი 14 მაისს დააკმაყოფილა - მერიას თანამშრომლების აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოსთხოვა. აბაშის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 31 ოქტომბერს სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აბაშის მერიამ სამი დასაქმებული ოფიციალურად შიდა აუდიტის მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლა, მაგრამ სასამართლომ მერიის პოზიცია არ გაიზიარა, მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით მოპასუხე ვერ ადგენს, ჩაატარა თუ არა აუდიტორული მოკვლევა და იყო თუ არა მისგან მიღებული დასკვნა საკმარისი დასაქმებულთა გასათვისუფლებლად.

ამასთან, თანამშრომლებმა წარადგინეს მტკიცებულებები, რომ აბაშის მერი ერთ-ერთ მათგანს პირად საუბარში თანამდებობის დატოვებას სთხოვდა.

„ლიბერალთან“ ერთ-ერთი თანამშრომელი კობა თოფურია ჰყვება, რომ გათავისუფლებამდე აბაშის მერი მურად ძველაიას შეხვდა და უფრო დაბალი რანგის თანამდებობაზე გადასვლა მოსთხოვა. მერის განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ მურადი 2017 წლის არჩევნებში არ დაეხმარა.

თოფურიას თქმით, მურად ძველაიასთვის საერთოდ გაუგებარი იყო მერის მოთხოვნა. მით უმეტეს, ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრიც იყო და თანამდებობის დატოვებაზე უარი განაცხადა. „როგორ არ დაუდგნენ გვერდში. უბრალოდ, მოიმიზეზა. ეს იყო დისკრიმინაციული დევნა“, - ამბობს თოფურია „ლიბერალთან“.

მურად ძველაიამ სასამართლოში წარადგინა ჩანაწერი, რომლითაც მერთან საუბრის ნამდვილობას ადასტურებდა. ჩანაწერი საქმეს მტკიცებულებად დაერთო.

თოფურიას თქმით, მერიამ სწორედ ამ საუბრის მერე მიიღო გადაწყვეტილება აბაშის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურში ჩაეტარებინა აუდიტორული შემოწმება. აუდიტორული მოკვლევის საფუძველზე კი გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა ის სამი თანამშრომელი, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნიეს და იჩივლეს.

მოსარჩელეები მერიაში 2015 წლიდან მუშაობდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მათი მუშაობის პერიოდში აუდიტმა მოკვლევა 2016 წელსაც ჩაატარა, თუმცა მაშინ დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

„მაშინ კვლევა ჩაატარა და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა. შემდეგ უკვე 2017 წელს დაიწყო დავა, რომ 2012, 2013, 2014 წლებში დადებულ ხელშეკრულებებზეც უნდა გადახედულიყო. თუ შესაბამისობის კუთხით ჩატარდა და მაშინ არ იყო დარღვევა, ახლა უცებ როგორ აღმოჩნდა, ხომ?! ამაზე გაკეთდა აქცენტი“, - ჰყვება თოფურია.

აბაშის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლებული თანამშრომლები თანამდებობებზე უნდა აღადგინოს და განაცდური აუნაზღაუროს. მერიას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაესში გასაჩივრებაც შეუძლია.

ამასთან, მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უწყებასთან სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ. კობა თოფურია მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინაროებდა დისკრიმინაციული დევნა. ის პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, რომ აღიარონ დაზარალებულად. „ყველაფერს მიეცემა თავისი სახე“, - დასძენს თოფურია.

„ლიბერალი“ კომენტარისთვის აბაშის მერიასაც დაუკავშირდა. გადაწყვეტილების განმარტებისგან, თუ რატომ მიიჩნია მერიამ შიდა აუდიტის დასკვნა თანამშრომელთა გათავისუფლების საკმარის საფუძვლად და იყო თუ არა ეს მოკვლევა ამ მიზნით დაგეგმილი, უწყების იურისტმა გელა ზაქარაიამ თავი შეიკავა.

„მე რა კომენტარი უნდა მოგცეთ. მერის ბრძანებაა ამაზე. შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნით, დარღვევები საკმარისი სიმძიმის იყო და ახლა, უცდომელი არავინ არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, აპელაციამ გაამართლა და ასეთი მდგომარეობაა ახლა. ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ სასამართლოში“, - უთხრა „ლიბერალს“ ზაქარაიამ.

ზაქარაიას თქმით (რომელიც ამ საქმეზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელი იყო), სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არ მიუღიათ. ელოდებიან და ჯერ არ იციან, გაასაჩივრებენ მას უზენაეს სასამართლოში თუ გადაწყვეტილებას დაეთანხმებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^