Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის

05 ნოემბერი, 2018 11:51

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დევნილთათვის ბინებს კონკურსის წესით შეისყიდიან. მენაშენეების საკონკურსო წინადადებების მიღება 5 ნოემბერს დაიწყო და 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის  წესის განმახორციელებელი კომისია შეიქმნა. კომისიის სხდომაზე განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. კომისიამ ასევე დაადგინა საცხოვრებელი ფართების შესყიდვის საკონკურსო პირობები და კონკურსის გამოცხადების ვადები. ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში,  რუსთავში,  მარნეულში, ხაშურში,  ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის და პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი  სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდების საშუალებით გამოცხადდა. 8 ნოემბერს მენაშენეებისთვის გაიმართება ღია კარი დღე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

სამინისტროს ცნობით, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ დევნილებისთვის უკვე 2394 ბინა შეისყიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^