Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში 2018 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა

05 ნოემბერი, 2018 12:53

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში 2018 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 33-მა სტუდენტმა ფინანსებში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

„მინდა მივულოცო ყველა კურსდამთავრებულს ეს დღე და ვუსურვო წარმატებები კარიერული განვითარების გზაზე.  ის, რაც საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა სასწავლებლებისგან, არის ჩვენი სურვილი, სტუდენტებს მხარადაჭერა გავუწიოთ იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- განაცხადა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ხელაძემ.

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება.  ამის დასტურია საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა სწორედ იმ იდეით, რომ ხელი შეგვეწყო  სტუდენტებისთვის პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი უკვე 5 წელია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. ვულოცავ წლევანდელ მაგისტრებს და ვუსურვებ კარიერულ წინსვლას!“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი იძლევა შესაძლებლობას-  სტუდენტებმა მიიღონ ხარისხიანი დასავლური განათლება- სწავლის სრული დაფინანსებით. სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ დაამყარონ საჭირო პროფესიული კონტაქტები და რეალურად მიაღწიონ კარიერაში წინსვლას. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) 2 წლიანია და სტუდენტები დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალური პირობებით სარგებლობენ. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფასურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.

დეტალები საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ  გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: www.mba.edu.ge 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ [პანკისში] ...

დღეს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ენერგ ...
22 აპრილი
22 აპრილი

ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს მოუწო ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლი ...
22 აპრილი
22 აპრილი

„არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში!“ - დ ...

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“, - დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ ...
^