Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურის თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქდა

05 ნოემბერი, 2018 16:14

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა, რის შემდეგაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეეცვალა. ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

„ბრალდებულს პირველი მდგომარეობით ბრალი ედებოდა მოწმის მიმართ  ზემოქმედებაში, რაც გულისხმობს მოწმის მოსყიდვას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდება შეიცვალა პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის მიმართ ზემოქმედებას, რათა ამ მოწმემ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია სასამართლო პროცესზე შეცვალოს". - ამბობს პროკურორი. 

მისი თქმით, „პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ბრალდებულის მხრიდან მოწმისადმი თანხის გადაცემას, თუმცა ამის მიზანი არ ყოფილა მოსყიდვა.”

მორჩაძეს ბრალად ედებოდა მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით. 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე,  ერთ-ერთ მოწმესთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და  მკვლელობის საქმეზე  ბრალდებულ  გ.ჯ.-ს მამის მეგობარი.  მორჩაძემ მას გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მოწმეს. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული  კვლავ ეწვია  მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა ურჩია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^