Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თორდიას ცემის საქმეზე სასამართლო გაიმართა და ფარცხალაძეს 5 000 ლარი გირაო შეეფარდა - ადვოკატი

06 ნოემბერი, 2018 12:18

ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, თორდიას ცემის საქმეზე ფარცხალაძისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. მისი თქმით, პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო იყო, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 

ადვოკატის თქმით, სასამართლო სხდომას, რომელიც გუშინ საღამოს გაიმართა, ფარცხალაძე ესწრებოდა.

ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ფარცხალაძის საქმეზე მუხლის შეცვლას მოითხოვს

------------------------------

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ პირველ არხს ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროკურატურამ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე, ცემის მუხლით ე.წ. „ელ-ცენტროს“ საქმეზე წარუდგინა.

„ბრალი წარედგინა ცემის ფაქტზე, ე.წ. „ელ-ცენტროს“ ინციდენტზე. ბატონი ოთარი ბრალს არ აღიარებს, რადგან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. თურმე ბრალის წარდგენის საფუძველი არის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც მიიღო საგამოძიებო ორგანომ. ჩვენ დავადასტურეთ, რომ არანაირი თავდასხმა არ ყოფილა ჩვენი მხრიდან. განვმარტეთ, რომ პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ე.წ. დაზარალებულის მხრიდან და ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას. 126-ე მუხლით არის დევნა დაწყებული ბატონი ოთარის მიმართ“, – განაცხადა მოსიაშვილმა.

ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი ორგანიზაცია ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აპროტესტებს, რომ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რადგან აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სამსახურებრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას, მისი საქმიანობის გათვალისწინებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^