Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Facebook-მა აშშ-ში არჩევნების წინ ათობით საეჭვო ანგარიში დახურა

06 ნოემბერი, 2018 13:48

აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ Facebook-მა ათობით ანგარიში დახურა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. Instagram-სა და Facebook-ზე შექმნილი საეჭვო გვერდების დახურვის გადაწყვეტილება კომპანიამ სამართალდამცველებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„კვირა საღამოს ჩვენ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან დაგვიკავშირდნენ. მათ საეჭვო ონლაინაქტივობები აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს“, - განაცხადა Facebook-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ნათანიელ გლეიჩერმა.

როგორც ცნობილია, კომპანიამ 30 Facebook და 85 Instagram ანგარიში დახურა.

„თითქმის ყველა Facebook გვერდი, რომელიც ამ ანგარიშებთან იყო დაკავშირებული ფრანგულ ან რუსულ ენებზეა, Instagram-ის ანგარიშები კი - ინგლისურზე. ზოგი მათგანი პოპულარულ ადამიანებზე იყო ფოკუსირებული, სხვები პოლიტიკურ დებატებში ერთვებოდნენ“, - აცხადებს გლეიჩერი.

გლეიჩერის თქმით, ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ეკუთვნოდა თუ არა სავარაუდოდ ყალბი ანგარიშები რუსულ ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს. „გამოძიება მიმდინარეობს და ინფორმაციას განვაახლებთ, როცა მეტი დეტალი გვეცოდინება“, - აცხადებს Facebook-ის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებში უშუალო ჩარევის კვალი არ არის, ჩანს სპეცსამსახურების მცდელობა, გავლენა მოახდინონ ამერიკელ ამომრჩეველზე.

„ამერიკელები ფხიზლად უნდა იყვნენ. უცხოელი აქტორები, განსაკუთრებით კი რუსეთი, კვლავ ცდილობენ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენას და ამომრჩეველთა დამოკიდებულებების შეცვლას. ეს ხდება პოლიტიკურ პროცესებსა და კანდიდატებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, სიცრუისა და პროპაგანდის ტირაჟირებითა და სხვა მეთოდებით“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^