ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 დეკემბერს გაიმართება - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში განაცხადეს. ფარცხალაძესთან ერთად, სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს, ბრალი წარდგენილი აქვს მიხეილ ჩოხელსაც.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაბამისი მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
„ექსპერტიზის თანახმად, აღნიშნული ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ თორდია სცნო დაზარალებულად და არსებული პაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ქმედება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრათ 5000-5000 ლარის ოდენობის გირაო“ - აცხადებენ პროკურატუარში.
შეკითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ბრალის წარდგენას წელიწადზე მეტი დრო, პროკურატურაზე პასუხობენ, რომ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, პროკურატურამ გამოძიებაში ექსპერტებად მოიწვია საერთაოშიროპს ჯგუფის წევრები, რომლებიც ჯერ უნდა ჩამოსულიყვნენს საქართველოში, შეესწავლათ ხსენებული საქმე და შემდეგ გაეკეთებინათ დასკვნები.
„ამ საკითხის გარდა, ვიცდრე ეს პროცედურები განხორციელდებოდა, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა... გარდა ამისა ტარდებოდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭირო იყო ბრალის წარსადგენად“ - აცხადებენ პროკურატურაში.